ვაჟა სირაძე : პარლამენტში დეპუტატებს შესვლა შეუძლიათ

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პოლიცია საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულია, რათა საზოგადოებრივი წესრიგი იყოს დაცული და პარლამენტმა მშვიდ ვითარებაში გააგრძელოს ფუნქციონირება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის პარლამენტში ნებისმიერ დეპუტატს თავისუფლად შეუძლია შესვლა და საკანონმდებლო ორგანო ფუნქციონირებს თავისუფლად.

„პარლამენტში ნებისმიერ დეპუტატს თავისუფლად შეუძლია, შევიდეს და საკანონმდებლო ორგანო ფუნქციონირებს თავისუფლად. პოლიცია ადგილზე მობილიზებულია, რათა დაიცვას წესრიგი. გარკვეულმა ძალებმა, რომლებიც მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდნენ, შემდეგ მოახდინეს შენობების პიკეტირება, პოლიციის მიერ მოხდა შესასვლელების გასუფთავება“ ,- აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

banner
წინა სტატიაშიმერაბ ქვარაია – პარლამენტის პარალიზებას არ დავუშვებთ
შემდეგი სტატიაპოლიციამ პროფესიონალიზმი გამოავლინა ,ისეთი როგორიც ევროპული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი