ვაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტალში  ტურები გამოჩნდნენ?

 

ბოლო დღეებში, როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ვაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტალში, კერძოდ მინდელის ქუჩაზე, ღამის საათებში ტურები “დასეირნობენ”. 

ჯერჯერობით შენიშნულია მხოლოდ 2 ტურა, რომლებიც დანახვისთანავე უმალვე  გარბიან და იმალებიან.

“თაიმერის” ერთ-ერთმა მკითხველმა მის მიერ ტელეფონით გადაღებული  ფოტოც მოგვაწოდა, რომელზეც დაფიქსირებულია ეს მტაცებელი ცხოველი. ჩვენი მკითხველი ვარაუდობს, რომ “სადღაც, ვაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტალში, ტურებს ბუნაგი აქვთ და საშოვარზე სწორედ რომ დაღამებისას გამოდიან”.  თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ მათ ტურა ძაღლში არ ეშლებათ და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის დანახვისას ისინი გარბიან, მათ მაინც შეუძლიათ ადამიანის  სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: ექიმებისთვის სხვა კლინიკებში მუშაობის აკრძალვა არ იგეგმება
შემდეგი სტატიარუსეთის რევოლუციის მე-100 წლისთავთან დაკავშირებით თეთრმა სახლმა განცხადება გააკეთა