ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, 24-ე კორპუსში, აღმოჩენილი მამაკაცის ცხედარი ვახტანგ ქირიაა

ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე - შემთხვევის ადგილზე შს მინისტრი და მთავარი პროკურორი მივიდნენ

ქიარია-0ბახტანგიმთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი ადასტურებს, რომ ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, 24-ე კორპუსში, აღმოჩენილი მამაკაცის ცხედარი ვახტანგ ქირიაა.
ამის შესახებ გაბიტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
კითხვაზე, არის თუ არა ის მოკლული, გაბიტაშვილი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, მოკლულია, თუმცა, მისივე თქმით, განცხადება მოგვიანებით გავრცელდება.
ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღეა ვერ პოულობენ. ქირია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ტელეფონი კი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს, მაგრამ თავად არსად ჩანს. ასევე ვერ აგნებენ ქირიას ავტომობილს.
პროკურორის გაუჩინარების ერთ-ერთ ვერსიად მისი სამსახურეობრივი საქმიანობა განიხილება. კერძოდ, ქირია ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში მუშაობდა და მას ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულები ებარა. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი დღის წინ მას უცნობმა პირებმა დაურეკეს, იგი სახლიდან გავიდა, მან მობილურ ტელეფონს მხოლოდ ერთხელ უპასუხა, ხოლო შინ აღარ დაბრუნებულა.

banner
წინა სტატიაშიდემოკრატიულ სახელმწიფოში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ასეთი მოქმედებებისთვის დაკარგავდა თანამდებობას
შემდეგი სტატიანავთობზე ფასი 29 დოლარზე ქვევით დავარდა