ვაჟა-ფშაველას გამზირზე დედა-შვილს მანქანა დაეჯახა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მათივე ინფორმაციით, დაშავებული დედა-შვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

banner
წინა სტატიაში(+ფოტოები) მესტიაში გარდაცვლილი გერმანელი ბიზნესმენის ავტომანქანა ხევიდან ამოყავთ
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: გვაქვს მზაობა, რომ აშშ-სთან პარტნიორობა გაღრმავდეს