ვაჟა მორგოშია: მთვრალი დავით ნარმანია “ტოიოტა ლენდ კრუიზერით” ორ ავტომანქანას დაეჯახა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრი ვაჟა მორგოშია თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას რომ მანქანა, რომელსაც თბილისი მერი დავით ნარმანია მართავდა, ორ ავტომანქანას შეეჯახა, ავარიის შემდეგ კი მერი ადგილიდან მიიმალა. ვაჟა მორგოშიას ინფორმაციით, მერი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, რადგან მანქანაში ჩაჯდომამდე რესტორან “ოქროს კათხაში” ისანი-სამგორის გამგებლის დაბადების დღეს აღნიშნავდა.

ვაჟა მორგოშია ასახელებს მანქანის მარკასა და სახელმწიფო ნომერს და წერს, რომ ავარიის შემდეგ დავით ნარმანიას გაჩერება არც უფიქრია, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა კი დაზარალებულ მზღოლებს გამოუწერა ჯარიმა, ავარიული სიტუაციის შექმნის მომიზეზებით. ვაჟა მორგოშიას თქმით, ამის შემდეგ ადგილზე დასუფთავების სამსახური გამოიძახეს და ავარიის ადგილი გაწმინდეს:
“გუშინ 19 მარტს , დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე, რესტორან “ოქროს კათხაში” აღნიშნავდნენ ისანი-სამგორის გამგებლის, ბაგრატიონის დაბადების დღეს, სტუმრებს შორის იმყოფებოდა ქალაქის მერი დავით ნარმანია, რომელმაც ღამის 11 საათზე დატოვა რესტორანი ნასვამ მდგომარეობაში, გადაადგილდებოდა ტოიოტა ლენდ კრუიზერით, სახელმწიფო ნომრით SP-123-PS, მანქანას თავად მთვრალი ნარმანია მართავდა, რესტორნიდან გამოსულს გადაუკვეთავს 2 ღერძულა ხაზი და დაჯახებია 2 ავტომანქანას, არც უფიქრია მანქანის გაჩერება და სიტუაციის გარკვევა, უტიფრად გააგრძელა გზა, რამოდენიმე წუთში მოვიდა საპატრულო პოლიცია და დაზარალებულ მძღოლს დაუწერა ჯარიმა,მიზეზად მოუდეს ის,რომ შენ შექმენი საავარიო სიტუაციაო, ასევე სასწრაფო წესით გამოიძახეს დასუფთავების სამსახური და მოაწესრიგეს ავარიის ადგილი”, – წერს ენმ-ს წევრი.

“თაიმერი” თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც დავით ნარმანიას კავშირი ამ ავარიასთან უარყვეს და არც ის დაადასტურეს, რომ რესტორან “ოქროს კათხაში” რაიმე წვეულება იყო, სადაც მერი და მერიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
“თაიმერი” ავარიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებას შსს-სგან ცდილობს და დეტალებს გამოაქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიაღშფოთებულმა გერმანელმა პარლამენტარმა ტრამპი ჩინელ იმპერატორს შეადარა
შემდეგი სტატიამოსკოვში ნიკიტა მიხალკოვის სტუდია დაცხრილეს