ვაჟა გაფრინდაშვილის სოლიდარობის ნიშნად ერისთავის თეატრი, გორში პრემიერას გამართავს

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის სოლიდარობის ნიშნად ერისთავის თეატრი გორში პრემიერას გამართავს.

#სოლიდარობავაჟაექიმს – ამ სიტყვებით დაიწყება 21 ნოემბერს საღამოს 7 საათზე დაგეგმილი – ელენე მაცხონაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი “ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი”.

10 მსახიობი და 2 თოჯინა სცენიდან, ხოლო 400 მაყურებელი დარბაზში, საქართველოს ოკუპაციის და ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის ფაქტს გააპროტესტებს.

ვაჟა გაფრინდაშვილი ცხვინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავა.

ექიმი ბრალს არ აღიარებს. მას წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.

banner
წინა სტატიაშიექიმის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე თბილისის ცენტრალური საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასპორტის სასახლესთან მამაკაცი დაჭრეს