ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე Amnesty International-ის ანგარიშში მოხვდა

ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე საერთაშორისო გავლენიანი ორგანიზაცია Amnesty International-ის ანგარიშში მოხვდა.

უფლებადამცველი ორგანიზაცია რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს გამშვები პუნქტების დაუყოვნებლივ გახსნასა და დაკავებული ექიმის გათავისუფლებას სთხოვს. ასევე განცხადებაში წერია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთზე ზეგავლენა აქვს მოსკოვს, რომელიც სეპარატისტებს სამხედრო, ფინანსურ და პოლიტიკურ დახმარებას უწევს.

“რუსეთმა და დე ფაქტო მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლება და აუნაზღაუროს ზიანი, რაც მას მიაყენეს. აგრეთვე უნდა უზრუნველყონ, რომ არავინ დაექვემდებაროს წამებასა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობას მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“გიორგი კვირიკაშვილი თუ პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, მისი გუნდის წევრად მიხილავთ”
შემდეგი სტატიადატოვებს თუ არა აკაკი ზოიძე უმრავლესობას?!