ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართეს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები, კოლეგები და ახლობლები საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს განცხადებით მიმართავენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოჯახის წევრები სახელმწიფო უწყებას ყველა შესაძლო ბერკეტის ამოქმედებისკენ მოუწოდებენ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ოჯახში.

„ამ განცხადებით მივმართავთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. შეშფოთებასა და პროტესტს გამოვთქვამთ ამ წლის 9 ნოემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კერძოდ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დატყვევების ფაქტზე ცხინვალის რეგიონში.

ექიმების პროფესიულ საქმიანობას კონფლიქტურ და საომარ სიტუაციაშიც კი, ყოველთვის ნეიტრალური და ჰუმანიტარული მისია აქვს და სამედიცინო პირი ხელშეუხებელია. ამიტომ სრულიად აღმაშფოთებელია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დატყვევება“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს ტოვებს
შემდეგი სტატიაზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალზე აფხაზეთის კუთხე მოეწყო