ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა შეკრება დაიწყეს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები პირველი რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან.

ისინი ავტომანქანებით საოკუპაციო ხაზამდე მსვლელობას მოაწყობენ, სადაც აქცია იგეგმება.

როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი ამბობს, აქცია იქნება მდუმარე, მხოლოდ ოჯახი გააკეთებს მცირე მიმართვას.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთ თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს.

banner
წინა სტატიაში“მეუფე გრიგოლი იტყუება”-ანდრია სარია გრიგოლ კაციას პასუხობს
შემდეგი სტატიამაკა ჯოხაძე: როცა პოეზია სიხარულია