ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად “თეთრი ხალათების” აქცია გაიმართება

region
ავტ.: region ნოემბერი 17, 2019 11:06

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად “თეთრი ხალათების” აქცია გაიმართება

18 ნოემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად “თეთრი ხალათების” აქცია გაიმართება.

როგორც მოძრაობის “თავისუფლება ვაჟა ექიმს” ინფორმაციაშია აღნიშნული, აქცია 18 ნოემბერს 12:00 დაიგეგმა.

“როდის? ორშაბათს 18 ნოემბერს 12:00 სთ-ზე
სად? ჩვენი სამუშაო ადგილების, სამედიცინო დაწესებულებების წინ (საფეხმავლო ნაწილზე)
რისთვის? გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის! გავაპროტესტოთ უკანონო დაკავების ფაქტი.

დავდგეთ ერთად თეთრი ხალათებით და 5 წუთის განმავლობაში მდუმარე აქციით გამოვხატოთ პროტესტი,” – აღნიშნულია მოძრაობის ინფორმაციაში.

გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამართალდამცველების მიერ “საზღვრის” უკანონოდ გადალახვის შესახებ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ “იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ”.

ვაჟა გაფრინდაშვილის გარდა 9-11 ნოემბერს ანალოგიური ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს კიდევ 3 მოქალაქე: 1961 წელს დაბადებული რამაზ ზადიშვილი, 1977 წელს დაბადებული დავით მიშელაშვილი, 1961 წელს დაბადებული ზურაბ თუხაშვილი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

 

region
ავტ.: region ნოემბერი 17, 2019 11:06

Google სტატისტიკა


2,455
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics