ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში ექიმების აქცია გაიმართა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 18, 2019 12:09

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში ექიმების აქცია გაიმართა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ბათუმში „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართება.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ბათუმის ერთ-ერთ სკვერში შეიკრიბნენ და კოლეგებს მავთულხლართების მიღმა მიმართეს.

“სოლიდარობას ვუცხადებთ ვაჟა გაფრინდაშვილს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც უკანონოდ არის დაკავებული საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე. განსაკუთრებით ეს მესიჯი ეხება ჩვენს კოლეგებს, მავთულხლართების მიღმა. ჩვენ თქვენი სოლიდარობის იმედი გვაქვს, გთხოვთ მხარი დაუჭიროთ ჩვენს კოლეგას”- განაცხადა აქციაზე მყოფმა ტრავმატოლოგ-ორთოპედმა ლევან გვასალიამ.

მოძრაობა „თავისუფლება ვაჟა ექიმს“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის მხარდასაჭერად დღეს, 12 საათზე „თეთრი ხალათების“ აქცია 6 ქალაქში ერთდროულად იმართება.

ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ე.წ საოკუპაციო საზღვართან 9 ნოემბერს დააკავეს ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სასამართლომ მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ დრომდე მას ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია. ახლობლების თქმით, უცნობია რა პირობებში ჰყავთ დაკავებული ოკუპანტებს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 18, 2019 12:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics