“2012 წელს, როცა “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოდიოდა, ამბობდნენ, რომ სოფლის განვითარება მათი პრიორიტეტი იყო – 5 მილიონი თითო სოფელს! როცა არჩევნები არ არის, ამ ფორმით ეუბნებიან მოქალაქეებს, რომ ისინი მათთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენენ”,_ განაცხადა “ძლიერი საქართველო-ლელოს” წევრმა ვაჟა დარჩიამ “ფორმულასთან”.
ინფორმაციისთვის, თხილის ბაღებზე სუბსიდია აღარ გაიცემა, არც ყანებს დახნავენ უფასოდ.















