ვატო წერეთლის გამოკითხვა უკავშირდება “ტვ პირველს” – ინგა გრიგოლია

“ეს უკავშირდება “ტვ პირველს” – ინგა გრიგოლია ვატო წერეთლის გამოკითხვაზე საუბრობს.

ინგა გრიგოლია ამბობს, რომ ვატო წერეთლის გამოკითხვა პირდაპირ უკავშირდება „პირველს“. ინგა გრიგოლია იმ საქმეებს იხსენებს, რომლებიც ბოლომდე გამოძიებული არ არის.

„სხვისი, რაც არ უნდა პატივს ვცემდე ვიღაცის ბიზნესინტერესების დასაცავად, მე არ ვიქნებოდი. 100-დან 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ეს უკავშირდება სწორედ ტელეკომპანია “პირველს” და რატომ, იმიტომ, რომ ადამიანებს ბრალი ისე წარუდგინეს და გირაო შეუფარდეს, რომ კომპანიების ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც წესით, საქმის მონაწილე უნდა ყოფილიყო, არ გამოუკითხავთ. წარმოიდგინეთ, ეს ხომ არის, თავისთავად, რაღაც უცნაური მოვლენა. პლუს, ჩვენ ვსაუბრობთ, თუ არ მეშლება, 11 წლის წინანდელ ამბავზე, რომელსაც არ ჰყავს არც დაზარალებული, არც მომჩივანი. ესეც ხომ არის ძალიან უცნაური მოვლენა. ქვეყანაში, სადაც უამრავი გამოუძიებელი საქმეა, სულ ცოტა ხნის წინ მომხდარი… უეცრად, როდესაც ამდენი ამბავი არის გამოუძიებელი, თურმე გამოძიება ინტერესდება 11 წლის წინანდელ საქმით, საქმით, რომელსაც არ ჰყავს არც მომჩივანი, არც დაზარალებული“ – ამბობს ინგა გრიგოლია.

banner
წინა სტატიაშივახტანგ წერეთლის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი ამ საქმეში ვერ დადგება – ტვ “პირველის” მფლობელის ადვოკატი
შემდეგი სტატიასაბჭოს მოედანზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს