ვატო წერეთელი: შემცვლელის ძებნა არ მიფიქრია, ტვ პირველის დირექტორი მე გავხდები

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 7, 2020 09:46

ვატო წერეთელი: შემცვლელის ძებნა არ მიფიქრია, ტვ პირველის დირექტორი მე გავხდები

მნიშვნელოვანი

  • ვატო წერეთელი: შემცვლელის ძებნა არ მიფიქრია, ტვ პირველის დირექტორი მე გავხდები

სხვა სტატიები

ტვ პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი წერს, რომ ორშაბათიდან, 8 ივნისიდან, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლიას ნაცვლად ის იქნება.

გრიგოლიამ დირექტორის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება დღეს, 6 ივნისს გაავრცელა. როგორც ის წერს, გადაწყვეტილებ მიიღო, რადგან “დირექტორობით ძალიან ბევრ მეგობარს და ოჯახის წევრს აწყენინა”.

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს, ინგა გრიგოლიას, რომლის დირექტორობის დროს ტვ “პირველმა” მიაღწია უდიდეს წარმატებებს, წარმოუდგენლად მოკლე დროში მოახერხა გაეკეთებინა ბევრი ახალი პროექტი, საინტერესო, ყურებადი, შინაარსიანი და დინამიური. ერთი წელიც არ გასულა, რაც მან ეს პოზიცია დაიკავა და მე თვითონვე ვეღარ ვცნობ ჩვენს ტელევიზიას. არ აქვს არც ერთი დასვენების დღე, მუშაობს კვირაში შვიდი დღე, დილიდან ღამემდე, დაუჯერებელ ენერგიას ახარჯავს საქმეს, რომელიც ასე ძალიან უყვარს.

შევეცადე, გამეგო მისი გადაწყვეტილების. მიყვარს, ვაფასებ და სულ მაქვს მისი იმედი, დირექტორი იქნება თუ არა, ის სულ დირექტორია ჩემს თვალში.

ინგას შემცვლელის ძებნა არც მიფიქრია, ორშაბათიდან ტვ “პირველის” გენერალური დირექტორი გავხდები მე თავად. წარმატებები ჩვენ ყველას ერთად”, – წერს ვატო წერეთელი Facebook-ზე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 7, 2020 09:46

Google სტატისტიკა


2,765
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics