ვატო წერეთელი დარწმუნებულია, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამამისს, ავთანდილ წერეთელს დააპატიმრებენ

“ტვ პირველის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვატო წერეთელი დარწმუნებულია, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამამისს, ავთანდილ წერეთელს დააპატიმრებენ. ამ თემაზე მან გადაცემა “დღის სტუმარში” ისაუბრა.

მისივე თქმით, ელოდება, რომ არა მარტო ავთანდილ წერეთელს, არამედ საქმეზე ბრალდებულ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძესაც პატიმრობაში გაუშვებს სასამართლო – აუცილებლად დაიჭერენ სამივეს და ეს იქნება ჩემს მიმართ პირადი შურისძიება – ამბობს წერეთელი “დღის სტუმრის” ეთერში:

დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ დააპატიმრებენ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეხლა, რომ მომცეს პროკურატურამ საშუალება, რომ გავიყვანო და გააგრძელოს ამ ადამიანმა მკურნალობა და დაბრუნდეს.

დარწმუნებული ვარ 1000%-ით, პოლიტპატიმარი იქნება, იმიტომ, რომ ეს იქნება ჩემს მიმართ შურისძიება, ასე თუ ისე, მესმის ყოველთვის, ირიბი ხმები მოდის ჩემამდე, ჩემი ინფორმაციით, ვიცი, რომ დაიჭერენ. ხვალ უკვე ვეცდები არასამთავრობო ორგანიზაციებს, საელჩოებს და დიპლომატიურ კორპუსს შევატყობინო ეს”, – თქვა ვატო წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: სუს-თან საკუთარი მანქანის დამტვრევისთვის ნიკა მოსიაშვილი სასამართლომ 5 დღით ციხეში გაუშვა
შემდეგი სტატიალომჯარია: ოლსონის განცხადებები ალბათ, დემოკრატიის მიმართულებით ბევრ არასწორ და უკან გადადგმულ ნაბიჯთან არის დაკავშირებული