8.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

ვატო სურგულაძე: რუსეთიდან შავი ჭირის გავრცელების პანიკის საფუძველი არ არსებობს

პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ვატო სურგულაძის აზრით, რუსეთიდან საქართველოში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების თაობაზე შეშფოთებისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ირკუტსკში 28 წლის ლაბორანტის შავი ჭირით გარდაცვალების ფაქტსა და მოსალოდნელ გამოწვევებზე სურგულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ისაუბრა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან მეტი ყურადღება და შიდა ტრენინგების ჩატარებაა საჭირო, რათა უწყება სრულ მზადყოფნაში იყოს.

„ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ ნდობა არ მაქვს. უბრალოდ დასახელებაა — უკავიათ თანამდებობები და ხელფასს იღებენ. რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ძალიან დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ამ მთავრობამ ვერ შეძლო და ვერ გაანადგურა. რეალურად, ეს არის ერთადერთი ჯანდაცვის დაწესებულება, რომელიც მუშაობს. ასევე გვაქვს გამოცდილება და ლუგარის ლაბორატორია, რაც ბევრ ქვეყანას არ გააჩნია.

დიდწილად ვეთანხმები იმას, რაც პაატა იმნაძემ თქვა. ჩვენ რეალურად არ ვიცით, რა მოხდა. რუსეთისნაირ ქვეყანაში ყველაფერია მოსალოდნელი, თუმცა 200 ადამიანი, ვინც ინფიცირებულ პირთან კონტაქტში იყო, შემოწმებულია და მათი დიდი ნაწილი სახლშია.

ჯანმოს შეფასებით, ირკუტსკის ოლქში საშუალოზე დაბალი საშიშროებაა, მთლიანად რუსეთში — დაბალი, ხოლო ევროპაში ამის საფრთხე საერთოდ არ დგას. მით უმეტეს, დროული აღმოჩენის შემთხვევაში, ეს დაავადება ხელმისაწვდომი ანტიბიოტიკებით მართვადი და განკურნებადია, ხოლო ფილტვის ფორმის შემთხვევაში გადადება რთულად ხდება. ჭირი ადრე იყო პრობლემა, როცა მედიკამენტები არ არსებობდა — ამიტომ საზოგადოების კიდევ უფრო დაძაბვა მართებული არ არის“, — განაცხადა ვატო სურგულაძემ.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
შემდეგი სტატიასერგეი ყანჩელის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო