ვატო შაქარიშვილი ლევან ხაბეიშვილს – რასაც თქვენ ტაშ-ფანდურს ეძახით, საზოგადოებაში კულტურა ჰქვია, რაც თქვენ არ გაგაჩნიათ

რასაც თქვენ ტაშ-ფანდურს ეძახით, საზოგადოებაში კულტურა ჰქვია, რაც, სამწუხაროდ, თქვენ არ გაგაჩნიათ, – ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა, რითაც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

“ნაციონალური მოძრაობა” წინასაარჩევნო რეჟიმში გადავიდა. “შტაბ კვარწირიდან” მიიღეს დავალება, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ პოპულიზმში, სიცრუესა და დესტრუქციაში. ეს ამბავი თქვენს კანდიდატს ნამდვილად არ წაადგება. რაც შეეხება განცხადებას ტაშ-ფანდურთან დაკავშირებით, რასაც თქვენ ტაშ-ფანდურს ეძახით, ამას საზოგადოებაში კულტურა ჰქვია, რაც, სამწუხაროდ, თქვენ არ გაგაჩნიათ. ტაშ-ფანდური მოიკითხეთ თქვენს ღონისძიებებში და თქვენს პარტიაში”, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

ამ წუთებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდის საკითხზე მსჯელობენ.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილი საკრებულოს უმრავლესობას – კონცერტი კი არა, კონდიციონერი ჩაურთეთ ხალხს სამარშრუტო ტაქსში, არ დაიხრჩონ!
შემდეგი სტატიატერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებული ყველა პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო