21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ვატო შაქარაშვილი ე.წ. ჩორჩანას საქმეზე: ეს იყო კლასიკური სცენარი, რომელიც საქართველოს კონფლიქტში გახვევას ემსახურებოდა

„ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ვატო შაქარაშვილი ე.წ. ჩორჩანას საქმეზე პროკურატურის მოწმის სტატუსით გამოიკითხა. შაქარაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსებამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები დააზიანა, რის გამოც მან და მისმა პარტიამ პასუხი უნდა აგონ.

„ეს იყო კლასიკური სცენარი, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს კონფლიქტში გახვევას. გახარიამ ამ მიზანს ვერ მიაღწია, მაგრამ დააკარგვინა ჩვენს ქვეყნას ტერიტორიები და უმძიმესი გახადა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება… ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმე საკუთარი თავის წინააღმდეგ არის გიორგი გახარია მისი ჩადენილი ქმედებებით“, — განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი გახარიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურის მტკიცებით, გახარიამ ჩორჩანასთან საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. ამ ნაბიჯის შედეგად, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ მოექცა 100 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების (ყობისა და წნელისის) მცხოვრებთა სახლები და გაიზარდა სამხედრო ესკალაციის რისკები.

banner
წინა სტატიაშისეს-მა გონიოში უზბეკურ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა
შემდეგი სტატიანიკა ჩერქეზიშვილი: მე-14 სკოლის ნანგრევებთან მეხუთეკლასელმა გოგონამ მძიმე დაზიანება მიიღო – შენობა 5 წელია მიტოვებულია