8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

ვატო ყიფიანის ადვოკატი: დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე ყიფიანი ქალაქგარეთ იმყოფებოდა

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ვატო ყიფიანის ადვოკატის, მარიკა ფხალაძის განცხადებით, მას ყიფიანთან დაახლოებით საათ-ნახევრის წინ ჰქონდა კომუნიკაცია.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, იმ დროისთვის, ყიფიანი დაკავებული არ ყოფილა და ქალაქგარეთ იმყოფებოდა.

ადვოკატი „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ მისთვის უცნობია დაკავების მიზეზი და ის, არის თუ არა საერთოდ დაკავებული. ამასთან, ფხალაძე ამბობს, რომ მას დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ყიფიანთან კომუნიკაცია აღარ ჰქონია.

ადვოკატის თქმით, ის ყიფიანის ოჯახთან დაკავშირებას ცდილობს.

ცნობისთვის, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: ბიძინამ მომთავრება არაერთხელ სცადა, არ გამოუვიდა, ახლაც უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა, შემდეგი მცდელობა, სავარაუდოდ, ვეღარც ექნება
შემდეგი სტატიაპროკურატურა ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილისა და შოთა ყიფიანის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს