ვატიკანში ფინანსური თაღლითობის გამო სასამართლო პროცესი დაიწყება

ვატიკანში ფინანსური თაღლითობის გამო სასამართლო პროცესი დაიწყება, მასში 10 პირი ფიგურირებს, მათ შორის კარდინალი, რომელიც მთავარი ეჭვმიტანილია. ანჟელო ბეჩიუ 73 წლის არის და ვატიკანის ადმინისტრაციაში მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი იყო. ბეჩიუ, რომელიც პაპმა გასულ წელს თითქოსდა ნეპოტიზმის გამო მღვდლის თანამდებობიდან გაანთავისუფლა, გამოძიების პერიოდში, ორი წლის მანძილზე, ამბობდა, რომ უდანაშაულოა. ივლისის დასაწყისში პაპმა ფრანცისკემ პირადად მოაწერა ხელი ბეჩიუს საბრალდებო დასკვნას.

ყოფილ კარდინალს სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი. იტალიის მოქალაქეს, რომელიც მასთან მუშაობდა, ასევე, ბრალი დასდეს მიტაცებაში, კარდინალის ყოფილ მდივანს კი – გამოძალვაში.

სასამართლო პროცესი, ძირითადად, დაკავშირებულია ლონდონის ერთ-ერთ ცნობილ რაიონში შენობის შეძენასთან. ხვალ და ზედ ჩანიშნული მოსმენებისას წინასწარ საკითხებს განიხილავენ, შემდეგ კი პროცესი, სავარაუდოდ, ოქრომბერში გაიმართება.
სასამართლო ვატიკანის მუზეუმების იმპროვიზებულ დარბაზში გაიმართება, რადგანაც ვატიკანის სასამართლო პატარაა.

შეგახსენებთ, რომ ვატიკანმა აღნიშნული საქმის ირგვლივ პირველად გაავრცელა, რომ დაახლოებით 5 ათას უძრავ ქონებას ფლობს, მათ შორის, მეტწილად იტალიაში.

banner
წინა სტატიაშიხობში სპორტსმენებმა პოლიციელებს სცემეს- მომხდარზე დაკავებულია 4 ადამიანი
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 ივლისისთვის