ვატიკანმა დაამტკიცა ერთი და იმავე სქესის წყვილთა დალოცვა

ვატიკანმა 18 დეკემბერს მიიღო პაპ ფრანცისკეს მიერ დამტკიცებული, ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება – რომ კათოლიკე სასულიერო პირებს შეუძლიათ დალოცონ ერთი და იმავე სქესის წყვილები, თუკი ეს მოხდება ეკლესიის რეგულარული რიტუალებისა და ლიტურგიების მიღმა.

ვატიკანის დოკუმენტის თანახმად, ამგვარი დალოცვა არ მოახდენს ვითარების ლეგიტიმაციას, მაგრამ იქნება იმის ნიშანი, რომ ღმერთი ყველასთანაა.

ვატიკანი აზუსტებს, რომ ეს დალოცვა არ უნდა იყოს მიჩნეული ჰეტეროსექსუალური ქორწინების საიდუმლოს მსგავს აქტად.

დოკუმენტის თანახმად, სასულიერო პირებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ცალკეული შემთხვევებიდან გამომდინარე, “და არ უნდა შეაფერხონ ან აღკვეთონ ეკლესიის სიახლოვე ადამიანებთან, ნებისმიერ სიტუაციაში, თუკი ისინი ღმერთისგან დახმარებას ითხოვენ, უბრალო დალოცვის გზით”.

banner
წინა სტატიაშიენმ-ის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზაზა გოგავა აირჩიეს
შემდეგი სტატიაუკრაინასთან ომის დროს რუსეთის საზღვაო ქვეითების ელიტურმა 155-ე ბრიგადამ, მინიმუმ, 234 ადამიანი დაკარგა