აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე, ხანმოკლე შეხვედრა გამართეს,-ამის შესახებ მსოფლიო მედია იტყობინება.
პაპის დაკრძალვაზე დასასწრებად რომში ჩავიდნენ მსოფლიო ლიდერები, მათ შორის სერ კირ სტარმერი, დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი. ცერემონიას ასევე ესწრება, პრინცი უილიამი, ესპანეთის მეფე ფილიპე VI და დედოფალი ლეტიცია, შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავი და დედოფალი სილვია, ნორვეგიის მემკვიდრე პრინცი ჰააკონი და მემკვიდრე პრინცესა მეტე-მარიტი, ბელგიის მეფე ფილიპი და დედოფალი მატილდა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი და პრეზიდენტი სერჯო მატარელა, ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი, ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და სხვა ლიდერები.
შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში ორშაბათს გარდაიცვალა.