ვატიკანის სახელმწიფო მდივანი – პაპ ფრანციკეს მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიური გადაწყვეტისთვის პირობების შექმნა სურდა

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყება ადამიანის არჩევანი იყო და პირველ რიგში, ცეცხლი აგრესორებმა უნდა შეწყვიტონ, – ამის შესახებ ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა, გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კარდინალმა პიეტრო პაროლინმა განაცხადა, რომ უკრაინელების მიერ თეთრი დროშის აღმართვის შესახებ გაკეთებული განცხადებით პაპ ფრანციკეს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიური გადაწყვეტის პირობების შექმნა სურდა.

ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ვატიკანი ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს და მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე უნდა მივიდეს, ხოლო პირველი პირობა აგრესიის დასრულება უნდა იყოს.

„უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი ბუნებრივი კატასტროფის შედეგი არ ყოფილა, არამედ ადამიანის არჩევანი იყო. იმ ადამიანურ ნებას, რომელმაც ეს ტრაგედია გამოიწვია, ასევე, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა აქვს, რომ მის დასასრულებლად შესაბამისი ნაბიჯები გადადგას და დიპლომატიურ გადაწყვეტას გზა გაუხსნას“, – განაცხადა პაროლინმა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე -გერმანიასა და ბელგიასთან ულტიმატუმების ენით საუბარი არის ძალიან უხერხული
შემდეგი სტატიამეთიუ მილერი – ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას თავდაცვაზე, არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე