ვატიკანი Charlie Hebdo-ზე ტერორისტი-ღმერთის დახატვის გამო გაბრაზდა

ვატიკანის წარმომადგენლებმა შეურაცხმყოფელად მიიჩნიეს ფრანგული ყოველკვირეული ჟურნალის Charlie Hebdo-ს გარეკანზე წვერებიანი ღმერთის კარიკატურა, რომელსაც სისხლიანი ტანსაცმელი აცვია და ავტომატი კალაშნიკოვი აქვს გადაკიდებული. რედაქციისადმი კრიტიკული შენიშვნა ვატიკანის გამოცემა L’Osservatore Romano-შია დაბეჭდილი.
ვატიკანმა კარიკატურას “მწუხარების გამომწვევი” უწოდა. “უკომპრომისო სეკულარიზმს ამოფარებულებმა, ფრანგულმა გამოცემამ ისევ დაივიწყა იმის შესახებ, რომ ყველა კონფესიის რელიგიური ლიდერი საუკუნეების მანძილზე რელიგიის სახელით მოსახლეობას ძალადობაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდა და ამბობდა, რომ ღმერთის შურისძიებისათვის გამოყენება მკრეხელობაა” – ნათქვამია რომის კათოლიკური ეკლესიის კომენტარში.

კარიკატურა, რომელმაც ვატიკანის აღშფოთება გამოიწვია, ფრანგული ჟურნალის დღევანდელ გამოცემაში დაიბეჭდა, რომელიც სპეციალური ტირაჟით, ერთი მილიონოთ დაიბეჭდა რედაქციაზე თავდასხმის ერთი წლის თავთან დაკავშირებით.

თავდასხმის შედეგად რედაქციის 12 თანამშრომელი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიტარიელ ხეჩიკაშვილი: ბავშვებს სტადიონის გარეშე არ დავტოვებ
შემდეგი სტატიაილია ელოშვილი: ენერგომომარაგების კუთხით, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელოში ვითარება სტაბილურია