„ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე დაპირება 2012 წელს გასცა, მაგრამ ვხედავთ, რომ დღეს ანაკლიის პორტი კი არა, 12 წლის განმავლობაში ივანიშვილის ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა, რაც საქართველოს მოსახლეობას დაამარცხებინებდა სიღარიბეს და მათ არ მოუწევდათ ემიგრაციაში წასვლა. ამიტომ, ესეც არის წინასაარჩევნო ტყუილი, რომელ ტყუილშიც „ქართული ოცნება“ 12 წელია გვაცხოვრებს.“ – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით
ვასო ურუშაძის განცხადებით, დღეს მათი მხრიდან მცდელობა და იმიტაცია იმის, რომ თითქოს და ზრუნავენ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის განვითარებაზე, უბრალოდ დაკავშირებულია მოახლებულ არჩევნებთან და მათი ეს მცდელობა იქნება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. სინამდვილეში, ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ, თუ რა რესურსი გააჩნია „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას და მათი აღმშენებლობა ვნახეთ 12 წლის განმავლობაში, არც ანაკლიის პორტი აუშენებიათ, არც რკინიგზის მოდერნიზაცია დაუსრულებიათ, არც ლოჯისტიკური ცენტრები აუშენებიათ, არაფერი მათ არ გაუკეთებიათ, რაც შექმნიდა მაღალანაზღაურებად სამუშო ადგილებს, დაამარცხებდა სიღარიბეს, ადამიანებს არ მოუწევდათ ემიგრაციაში წასვლა, ვერცერთი ასეთი პროექტი ივანიშვილის მთავრობამ ვერ განახორციელა.
შესაბამისად, დღევანდელი საინფორმაციო წინასაარჩევნო კამპანიაც იქნება იგივე ტყუილიც, რომელ ტყუილშიც ჩვენ უკვე 12 წელია გვაცხოვრებს ივანიშვილი და მისი ხელისუფლება.“ – განაცხადა ვასო ურუშაძემ