ვასო ურუშაძე: ეს პროექტი ნათელი მაგალითია, თუ რას იწვევს ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ქართველი ხალხის რესურსების მიტაცება, კორუფცია და კლანური მმართველობა

სამტრედიაში, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ სამტრედიის ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, მამუკა ბიბილეიშვილთან ერთად, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის დაუსრულებელ პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს;

ვასო ურუშაძის განცხადებით – “სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა ნათელი მაგალითია, რას იწვევს ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ქართველი ხალხის რესურსების მიტაცება, კორუფცია და კლანური მმართველობა.”

მშენებლობა 10 წელია მიმდინარეობს და 700 მილიონი ლარით მეტი, ანუ 4-ჯერ უფრო ძვირი გვიჯდება, პროექტის საბოლოო ბედი კი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
18 თვის წინ რიონზე გადასასვლელი ხიდი ჩაინგრა და ჯერ აღდგენითი სამუშაოები არც დაწყებულა. ხიდის აღდგენას და პროექტის დასრულებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 100 მლნ ლარი ესაჭიროება.
რა არის ამ კორუფციისა და კლანური მართვის შედეგი?
შეფერხება აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალის გამართულ ფუნქციობაში, საცობები გურიის ტერიტორიაზე, ხელიდან გაშვებული უამრავი ბიზნეს-შესაძლებლობა, შექმნილი სამუშაო ადგილი, შემოსავალი ოჯახებში, საცობებით გაწვალებული ათიათასობით მგზავრი თუ ადგილობრივი, გამონაბოლქვით დაზიანებული გარემო და ჩვენი ჯანმრთელობა.

მაშინ როცა თავად ივანიშვილი და კობახიძე ვერტმფრენებით დაფრინავენ ხალხი საათობით საცობში დგას.

ეს მოაქვს კლანურ-მაფიოზურ მმართველობას და კორუფციას.
და მთელი ქვეყნის მასშტაბით შედეგად ვიღებთ გაზრდილ ფასებს, გაღარიბებულ მოსახლეობას, საზღვარგარეთ გაქცეული ხალხს, გახლეჩილი ოჯახებს.
მაგრამ „ქართული ოცნება“ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და არა ხალხზე. ესაა „ქართული ოცნება“, რომელიც თესავს ტყუილსა და სიძულვილს, აპირისპირებს საზოგადოებას, ყოფს ხალხს, ხლეჩს ოჯახებს და აიძულებს საზღვარგარეთ გაქცევას.
ამ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ოჯახების, ხალხის, ქვეყნის წინაშე დგას, მხოლოდ ერთიანობით მოვერევით. ერთიანობით დავამარცხებთ “ქართულ ოცნებას” 26 ოქტომბერს და გამარჯვების შემდეგაც ერთიანობით აღვადგენთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და გადავჭრით ხალხის წინაშე მდგომ პრობლემებს.” – განაცხადა ვასო ურუშაძემ

banner
წინა სტატიაშიდღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძე: სრულიად ბუნებრივია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რუსული გავლენის მატარებელი ხელისუფლების გზავნილები ლავროვის, კრემლის და ზოგადად, რუსეთის ხელისუფლებების განცხადებებს ემთხვევა