ვასო ურუშაძე: ეკოლოგიასთან ერთად ეს არის საქართველოს ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვანი ეკონომია

არასამთავრობო ორგანიზაციის, “ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორის ვასო ურუშაძის განცხადებით, ავტოპარკის განახლება ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წინგადადგმული ნაბიჯია.
„ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ კიდევ 2010 წლიდან ახდენდა ელექტრომობილების და ჰიბრიდული ავტომობილების პოპულარიზაციას. ჩვენ მივმართავდით ხელისუფლებებს რეკომენდაციით, რომ მომხდარიყო ავტოპარკის განახლება სწორედ ასეთი, ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიური სატრანსპორტო საშუალებებით და დღეს ეს ამ მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია. განახლდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკი სწორედ ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეკოლოგიასთან ერთად ეს არის საქართველოს ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვანი ეკონომია. შესაბამისად, თანხების აკუმულირებით, გვექნება შესაძლებლობა მომავალში უფრო მეტი რესურსი ჩაიდოს ავტოპარკის განახლებაში რომლებიც დღემდე ხმარდებოდა საწვავის ხარჯს.“- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის, „ჰაბჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილი: საქართველოში შავი ჯიპების ეპოქა უნდა დასრულდეს
შემდეგი სტატიაქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის