გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით დახურული სხდომა გაიმართა. სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, ვასილი ნებენზია გამოეხმაურა.
რუსი დიპლომატის მტკიცებით, ევროკავშირისა და ნატო-ს მცდელობები, ჩაერიონ საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაში და ქვეყანა ალიანსში ჩაითრიონ, „კარგს არაფერს მოიტანს“, ხოლო საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, მისი შეფასებით, ეს „კარგად იცის“.
ნებენზიამ განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, „ყოვლისმომცველი დახმარება გაუწიოს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგის ხელშეწყობას“. რუსეთი კვლავ მოუწოდებს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს, გააფორმონ „ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება“ და დაიწყონ საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი.
გარდა ამისა, ვასილი ნებენზიამ ყურადღება გაამახვილა ქართველი პოლიტიკოსის, გიორგი ბარამიძის განცხადებაზე, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთის კონფლიქტს შეეხებოდა.














