ვასილ სოფრმომაძის სკანდალური მიმართვა-სად არის საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე? რატომ არ აფიქსირებს თავის პოზიციას?

დამირეკე, როცა ჩვეულებრივი მოქალაქე იქნები, შევხვდეთ ერთმანეთს, როგორც კაცი კაცს და მაშინ გეტყვი ყველაფერს, რისი თქმაც მინდა!“, – ასე მიმართა „ფრესკოს“ დამფუძნებელმა, ვასილ სოფრომაძემ ვიდეომიმართვაში საქართველოს შს მინისტრს, გიორგი გახარიას.

„სად არიან მომღერლები, მსახიობები, მეცნიერები, მასწავლებლები, ის ხალხი, რომელიც რაღაც ავტორიტეტს წარმოადგენს დღეს ჩვენი მოსახლეობისთვის და ახალგაზრდობისთვის?! სად არის საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე? რატომ არ აფიქსირებს თავის პოზიციას? სად არიან მეკომბლეები, რომლებიც კომბლებით დადიან და პოლიციას პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ თავში ჩაარტყამდნენ, თუ მათ შეეხებოდნენ? სადაა ეს ხალხი, სად ხართ ქართველებო, შეგეშინდათ? რისი და ვისი შეგეშინდათ? შიშმა წაგართვათ ადამიანობა?“ – განაცხადა სოფრომაძემ ვიდეომიმართვაში.

 

https://www.facebook.com/FrescoRetailGroup/videos/345262612813973/?t=20

banner
წინა სტატიაშიმეუფე პეტრე “ჯობია ჭკვიანად იყოს
შემდეგი სტატიაანტისაოკუპაციო აქცია პარლამენტთან დღეს ისევ გაგრძელდება