ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციოს მოსამართლედ დაინიშნა

ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციოს მოსამართლედ დაინიშნა. მას უზენაესი სასამართლოს პლენუმის 21 წევრიდან 18-მა დაუჭირა მხარი.

პლენუმის სხდომის დაწყებამდე მესამე სექტორის წარმომადგენლები როინიშვილის დანიშვნას კრიტიკულად აფასებდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და იურისტებმა აღნიშნეს, რომ სასამართლო სისტემა ჩაკეტილია და სისტემის გარეთ მყოფ პირს მოსამართლეობის შესაძლებლობას არ აძლევენ. სწორედ ამით ახსნეს ვასილ როინიშვილის კანდიდატურის წარდგენა. მათივე ინფორმაციით, როინიშვილი სასამართლო კლანთან დაახლოებული პირია.

banner
წინა სტატიაშიეუთოში აშშ-ის ელჩი ლუგარის ცენტრზე: აშშ გმობს რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიას
შემდეგი სტატიაოპოზიციამ არჩია, კიდევ ერთხელ მიეღოთ პოლიტიკური დარტყმები – მდინარაძე გახარიას გამოსვლაზე