18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ვასილ მათითაიშვილი ხელისუფლებას: წარმოგიდგენიათ, როგორ გენდობათ საზოგადოება, როდესაც პრეპარატებს ბავშვებისთვის საწამლავად ასაღებთ?

პარტია „ფედერალისტების“ წევრი ვასილ მათითაიშვილი სოციალურ ქსელში მმართველ გუნდს აკრიტიკებს და მათ ჯანდაცვისა თუ მედიკამენტების გარშემო საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.

მათითაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ქმედებები ბავშვებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების გარშემო საზოგადოების ნდობას სრულად აკარგვინებს:

„ყველაფერთან ერთად, ისიც გამოჩნდა, როგორ გენდობათ საზოგადოება, როდესაც პრეპარატებს საწამლავად ასაღებთ და სახიფათოდ ბავშვებისთვის. ის კი არა, ფულის შეგროვების პროცესშიც იგივე ტყუილებს ავრცელებენ, ყველანაირად ხელს უშლიან, რომ თუნდაც მოქალაქეების დახმარებით ამ ბავშვებმა წამალი მიიღონ“, — წერს მათითაშვილი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის პოლიტიკა არ გამოხატავს მთელი ქვეყნის ნებას და მათი მმართველობის დასასრული ახლოსაა: „მაგრამ თქვენ არ ხართ ეს ქვეყანა. და ძალიან ახლოა დრო, როდესაც წარსულის სამარცხვინო მოგონებად იქცევით“.

banner
წინა სტატიაში“40 წელი საკმარისია, ვბრუნდები ბერლინში”- გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი პენსიაზე გადის
შემდეგი სტატია“წვიმის დროს მეტროშიც წვიმს” – რა ვიდეო ვრცელდება და რას ამბობს თბილისის სატრანსპორტო კომპანია