ვასილ მაღლაფერიძემ ტელეკომპანია GDS დატოვა

ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ის პროდიუსერმა, ვასილ მაღლაფერიძემ ტელეკომპანია დატოვა.

მაღლაფერიძემ არხის დატოვების მიზეზებზე ტელეკომპანიასთან ისაუბრა.

-ტელევიზიის ხელმძღვანელობას აქვს საკუთარი აზრი და ხედვა, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ტელევიზია და როგორი უნდა გახდეს ის სამომავლოდ. ეს არის ჩამოყალიბებული და მწყობრი კონცეფცია, მაგრამ ასეთი ტიპის ტელევიზიაში მუშაობა ჩემთვის არ არის საინტერესო. უფრო სხვაგვარი ტელევიზია მაინტერესებს, მაგრამ ჩემს ფუნქციაში და უფლებამოსილებაში მხოლოდ აზრის გამოთქმა შედიოდა და ტელევიზიის მომავალზე გადაწყვეტილებას მე არ ვიღებდი. სამაგიეროდ შემიძლია გადაწყვეტილება მივიღო საკუთარ თავთან დაკავშირებით და მივიღე კიდეც. ამასობაში კონტრაქტიც სრულდება და ჩვენ ცივილიზებულად დავშორდით ერთმანეთს. მეც კმაყოფილი ვარ, რომ წამოვედი და, როგორც ჩანს, არც “ჯიდიესის” დირექციაა უკმაყოფილო.

– ანუ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია?

-პიროვნული კონფლიქტი არ ყოფილა, მაგრამ პროფესიული დავა და პროფესიული კონფლიქტი რასაკვირველია იყო, ორივე მხარე ვიცავდით საკუთარ პოზიციას. თუმცა, როცა დავინახეთ, რომ ჩვენი ერთად მუშაობა პროდუქტიული არ იქნებოდა, შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღეთ და დავშორდით ერთმანეთს.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია საკრებულოში შესაძლოა, ხუთშაბათს მივიდეს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა ხაშურის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა