ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხვდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მაუწყებლის გენერალურ დირექტორ ვასილ მაღლაფერიძეს ხვდება.

შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი მაუწყებლის ოპტიმიზაციის სამწლიანი გეგმაა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა წარადგინა.

სამეურვეო საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ წარდგენილი დოკუმენტის ირგვლივ უამრავი კითხვა აქვთ. კერძოდ, ე.წ. ბორდის წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან და თანამშრომლების მასობრივ დათხონვასთანდ აკავშირებული საკითხით დაინტერესდებიან.

შეხვედრა ღია ფორმატში იმართება და მასალა საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე განთავსდება.

ვასილ მაღლაფერიძემ ტელევიზიის განვითარების სამწლიანი გეგმა 6 თებერვალს წარადგინა. სამეურვეო საბჭოს მხრიდან გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, საინფორმაციო გამოშვების გარდა, ტელევიზიაში არსებული ყველა გადაცემა დროებით, 2018 წლამდე შეჩერდება.

აღნიშნულ გეგმასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო და გენერალური დირექტორი საჯარო განხილვებს იწყებენ.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრი გერმანიაში სამდღიან ვიზიტს იწყებს
შემდეგი სტატია„თავდაყირა შუქნიშანი“ – სოციალურ ქსელში წერეთლის გამზირზე გადაღებული ფოტო ვრცელდება