ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე დააკავეს, დაკავებულია გიორგი ლიფონავაც

ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი დააკავეს. ინფორმაციას ვასილ ივანოვ- ჩიქოვანის დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ახლა დამირეკეს პოლიციიდან ვასკას დაკავების თაობაზე. სამი მცირეწლოვანი ბავშვის დედ-მამა დააკავეს რუსთაველზე დგომის გამო“,- წერს ვასილ ივანოვ- ჩიქოვანის დედა დოდო შონავა.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მეუღლე მაიკო ბოკერიაც დააკავეს.

ვრცელდება ინფორმაცია რეჟისორ გიორგი ლიფონავას დაკავების შესახებაც.

მხოლო დღეს უკვე 20-დე ადამიანია დაკავებული, ვასილ ჩიქოვანი კი მეოთხე დაკავებული ჟურნალისტია 19 ოქტომბრის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
შემდეგი სტატიაფორმულას დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს