“არ გამიკვირდება, ჩემი მოქმედება ისე შეაფასონ, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრებმა” – ამის შესახებ ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა პირველი არხის “ბორდის” წევრების გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის თქმით, ბრალდება, რომ პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკაში რეჟიმის ჩარევაზე ხმამაღლა მოსაუბრე ჟურნალისტები ტელევიზიის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ, სიმართლის პატარა მარცვალსაც კი არ შეიცავს.
“ჩვენს ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტიკის დღეს შევხდით ისე, რომ მზია ამაღლობელი ციხეშია იმ ქმედებისთვის, რომლისთვისაც არანაირი სამართლიანი მიზეზი არსებობს რომ ადამიანი საპყრობილეში იყოს, ნამდვილად არ გამიკვირდება, რომ ახლა ჩემი მოქმედება შეაფასონ ისე, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრებმა შეაფასეს, რომ ეს არის წინასწარი განზრახვით ტელევიზიის ხელში ჩაგდების ჯგუფური მცდელობა, ჯერ ტელევიზია ჩაგვეგდო ხელში და შემდეგ ეს პროცესები მიგვემართა სახელმწიფო გადატრიალების მიმართულებით. ნამდვილად არ გამიკვირდება, ასეთი კუდი რომ მოაბან ჩვენს განზრახვას წარგვემართა საქმიანი პროცესი და სიმართლე გვეთქვა,”, – განაცხადა ვასილ-ივანოვ ჩიქოვანმა.