ვასილ ჩიგოგიძემ ჟურნალისტ ნენე დალაქიშვილს ჩაარტყა

ჟურნალისტი ნენე დალაქიშვილი ყვება, რომ პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს კითხვა დაუსვა, მან კი ჩაარტყა.

“სხდომათა დარბაზში, როდესაც ჟურნალისტებიც შევედით, როგორ არ გრცხვენიათ მეთქი, ვუთხარი, ვეტყოდი, ბუნებრივია, მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი, მამა, ერთადერთი შვილი მოუკლეს დედას, პროფესიული საქმიანობის გამო მოკლეს ადამიანი… რატომ მოკალით ბიჭი და ფერდში მკრა, 46 კილო ვარ მე და ჩიგოგიძე არის ცენტნერი ან ტონა. წადი შე თხაო და კარგად ჩამარტყა”, – ამბობს დალაქიშვილი.

თავად დეპუტატი უარყოფს, რომ დალაქიშვილს ჩაარტყა.

წყარო: ფორმულა

banner
წინა სტატიაშიილია II ლექსო ლაშქარავას დედას, თინათინ კახიძეს სამძიმარს უცხადებს
შემდეგი სტატიაკობახიძე: პროცესებს კიევიდან მიხეილ სააკაშვილი მართავს