ვაშლოვანში 4 ჰექტარი ტყის ქვედა საფარი დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

დაიწვა 4 ჰექტარი ტყის ქვედა საფარი და მოტეხილი ხის ტოტები. დაშავებული არავინ არ არის.

“რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებთან ვერ ხერხდებოდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა, შესაბამისად, მეხანძრე-მაშველებს უწევდათ ქრობის პროცესის ინდივიდუალური აღჭურვილობით წარმართვა.

მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე მუშაობა დაიწყეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმაც. რთული რელიეფისა და მიუდგომელ ადგილებში ხანძრის დროულად ჩასაქრობად, გადაწყდა პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების ჩართვა.

გუშინ ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში ორი ვერტმფრენი მონაწილეობდა, დღეს კი, სალიკვიდაციო სამუშაოები ერთი ვერტმფრენი იყო ჩართული. სამსახურების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ამ დროისთვის, ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ შეინიშნება. ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია”,- წერია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ვაქცინაციის ჩატარება „ასტრაზენეკაზე“ შესაძლებელია ყველგან”
შემდეგი სტატიამეუფე გრიგოლი „პრაიდზე“: მე არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს