ვაშლოვანის ნაკრძალში ისევ ხანძარია

ვაშლოვანის ნაკრძალში ისევ ხანძარია – ცეცხლი რთულად მისადგომ რელიეფზე, ტყის ქვედა საფარს და ხის ფესვებს უკიდია რის გამოც, ხანძრის ჩასაქრობად სპეციალური ტექნიკის ადგილზე მიყვანა ვერ ხერხდება.

ცეცხლის კერამდე მეხანძრე- მაშველები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები ფეხით გადაადგილდებიან.

ვაშლოვანის ნაკრძალში, ხანძარი გასულ კვირას ორჯერ გაჩნდა. ხანძრის ქრობაში ჩართული იყო შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტფრენიც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხანძარი ლიკვიდირებულად გუშინ დღის 12 საათზე გამოაცხადა, თუმცა ცეცხლის კერა დღეს დილიდან ისევ გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულ ჯგუფებს მაღალი ტემპერატურის, დაკვამლიანებისა და ძლიერი ქარის გამო მუშაობა უჭირთ.

ხანძარი ვაშლოვანის ნაკრძალში პირველ ეტაპზე მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში“პროვოკაციების ავტორებიც ყველამ იცის და ისიც, ვინ დგას ამის უკან”
შემდეგი სტატიალიეტუვის ელჩი დღევანდელ თავდასხმებზე: არ უნდა დარჩეს დაუსჯელი