ვაშლოვანის ნაკრძალში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. უწყების ცნობით, ადგილზე ცეცხლის ღია კერა აღარ ფიქსირდება.

“ადგილზე მისული მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე, წაქცეულ ხეებსა და კუნძებზე.

რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებთან ვერ ხერხდებოდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა, შესაბამისად, მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ ქრობის პროცესის ინდივიდუალური აღჭურვილობით დაწყება”, – წერია უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისლოვენია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
შემდეგი სტატიაამ ეტაპზე COVID-19 20-მდე აბიტურიენტს