ვაშლიანი თასი და ვედრო სკოლასთან – ჯეჯელავას ოცნება

“ჩემი ოცნებაა, რომ ყველა სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგას”- აცხადებს ვიცე–პრემიერი და განათლების მინისტრი. ალექსანდრე ჯეჯელავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, სკოლის ბუფეტებიდან არაჯანსაღი საკვების ამოღების ინიციატივაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სკოლებში ჯანსაღი პროდუქტის შეტანის საკითხზე ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მუშაობენ.

“სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ ძალიან აქტიურად. გვინდა და აქ უკვე დაძალება არ გამოვა, ეს იქნება უფრო შეთავაზება [სკოლებისთვის], ეს იქნება ჯანსაღი პროდუქტი, ბოსტნეული, ხილი. უნდა შევეცადოთ, შვედეთში იყო პროექტი, რომ სოფლის მეურნეობამ დაიწყო პროექტი და ყველა სკოლის შესასვლელში დადგა ვედრო/თასი ვაშლით. თუ არ გინდა, ნუ შეჭამ. ჩემი ოცნებაა, რომ ყველა სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგას. ნუ შეჭამს თუ არ უნდა, ბოლოს მაინც შეჭამს, ესუსნავებათ ბავშვებს და მიადგებიან იმ ვაშლს და შეჭამენ”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შემდეგი სტატია“ამ პროცესში კერძო სკოლებსაც ჩავრთავთ” – ჯეჯელავა სკოლების გაერთიანებაზე