ვაშინტონში ექსპერტები მელიას დაკავებას აფასებენ – ეს იყო ქართული დემოკრატიის გულში დანის ჩარტყმა

ნიკა მელიას დაპატიმრებას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმით აღებას ვაშინგტონში, პოლიტიკოსების შემდეგ, სფეროს ექსპერტებიც გამოეხმაურნენ.

„საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი სტივენ ბლენკი, თვლის, რომ მელიას დაკავებით და ძალადობრივი ქმედებებით, საქართველოს დემოკრატიას დიდი ზიანი მიადგა.

„ეს იყო ქართული დემოკრატიის გულში დანის ჩარტყმა. ეს ნამდვილადაა იმის ნიშანი, რამდენად ცუდადაა საქმე საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ივანიშვილი ამტკიცებს, რომ პოლიტიკიდან წავიდა, ნათელია, რომ მისი პარტია, კვლავ, უარს ამბობს, დაიცვას ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპები. ჩვენ ვიცით, რომ მას კავშირები აქვს მოსკოვში და ასეთები სხვებიც არიან პარტიის ხელმძღვანელობაში. მათი ქმედება არის მცდელობა იმისა, რომ გაანადგურონ ქართული დემოკრატიის ნებისმიერი შანსი და შეუძლებელი გახადონ საქართველოს ნატოში გაერთიანება. ისინი შეუძლებელს ხდიან იმასაც, რომ საქართველომ მოაგვაროს თავისი პრობლემები რუსეთთან, იმისთვის, რომ რუსეთმა წინსვლა განაგრძოს“, -ამბობს ბლენკი.

წყარო : ამერიკის ხმა.

banner
წინა სტატიაშიჰელსინკის კომისია – გაათავისუფლეთ მელია
შემდეგი სტატიათბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ პარლამენტს „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა