ვაშინგტონში ვაქცინაციის შემდეგ მარიხუანით, ლუდით, ღვინოთი ან კოქტეილით ასაჩუქრებენ 

აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში ყველა სრულწლოვანს, რომელმაც აცრა გაიკეთა, შეუძლია უფასოდ მიიღოს მარიხუანა-  ასეთი გადაწყვეტილება მიიღო შტატის ალკოჰოლური სასმელებისა და კანაბისის გაყიდვების საბჭომ, მოსახლეობის ვაქცინაციის სტრატეგიის ფარგლებში.

ამის შესახებ The New York Times-ზე დაყრდნობით “დოიჩე ველე” წერს. უცხოური მედიის ცნობით, მათ, ვინც არ ეწევა, შეუძლიათ აირჩიონ ღვინო, ლუდი ან კოქტეილი.

9 ივნისის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან მსოფლიოში 175 მილიონი ადამიანი დაავადდა კორონავირუსით. მათგან დაახლოებით 3,8 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიNCDC კორონავირუსზე მოსახლეობის იმუნური ფენის კვლევას იწყებს
შემდეგი სტატიანატოს მიგ-29-ებით ფრენების შეწყვეტა სურს