ვაშინგტონში რუსეთის საელჩო ნემცოვის ქუჩაზე ,,განათავსეს,,

ამერიკელებმა რუსეთში მოკლული ოპოზიციონერი ლიდერი ბორის ნემცოვი ისე უკვდავყვეს, რომ რუსეთის ხელისუფლებას ის ვაშინგტონშიც არასოდეს დაავიწყდება.

ვაშინგტონის მერიის გადაწყვეტილებით, ქუჩას, რომელზეც რუსეთის საელჩოა განთავსებული, ამიერიდან მოსკოვში მოკლული რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ბორის ნემცოვის სახელი ერქმევა.

,,ამ გადაწყვეტილებით, ჩვენი ქალაქის ხელისუფლებამ აჩვენა მისი მხარდაჭერა დემოკრატიული ფასეულობების მიმართ და ის, რომ ამ ფასეულობის მხარდამჭერებს, ჩვენ მთელ მსოფლიოში სოლიდარობას ვუცხადებთ და არ ვივიწყებთ,, განაცხადა ვაშინგტონის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარემ და ზემოხსენებული ქუჩისთვის ნემცოვის სახელის დარქმევის ერთ-ერთმა ინიციატორმა ფილ მენდელსონმა.

ამ გადაწყვეტილებას, რუსეთის საგარეო უწყებამ გაუგებარი უწოდა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის იანვრის თვეში, ვაშინგტონში მდებარე რუსეთის საელჩოს ქუჩისთვის ბორის ნემცოვის სახელის დარქმევის ინიციატივა, პირველმა სენატორმა მარკო რუბიომ განაცხადა.

banner
წინა სტატიაში სააკაშვილი: პატარკაციშვილმა უკრაინის რევოლუცია დააფინანსა
შემდეგი სტატიადღეს პრემიერი პარლამენტს სამთავრობო პროგრამას წარუდგენს