ვაშინგტონში მომხდარი სროლა იყო „თავდასხმა დემოკრატიაზე“, — აცხადებს Skynews-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ჩრდილოვანი კაბინეტის შინაგან საქმეთა მინისტრი.
კითხვაზე, თუ როგორი იყო მისი რეაქცია აშშ-ში მომხდარ თავდასხმაზე — რომლის დროსაც დონალდ ტრამპი სცენიდან სასწრაფოდ გაიყვანეს — კრის ფილპმა თქვა:
„ყოველთვის შოკისმომგვრელია, როდესაც დემოკრატიულად არჩეულ პოლიტიკოსზე ამგვარი თავდასხმა ხორციელდება.
ეს არ არის მხოლოდ თავდასხმა კონკრეტულ პიროვნებაზე, ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე. რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ დონალდ ტრამპი უვნებელია და დამნაშავე დაკავებულია. ვიმედოვნებთ, მალე გავიგებთ, რა იყო მისი მოტივი.
მაგრამ ეს ყოველთვის შოკისმომგვრელია, როდესაც ვინმე საკუთარ კანდიდატურას არჩევნებზე წარადგენს, ხდება არჩეული და შემდეგ მას თავს ესხმიან. ეს თავად დემოკრატიის შეურაცხყოფაა“.
ბრიტანულ პოლიტიკაზე საუბრისას, ჩრდილოვანი კაბინეტის მინისტრმა დასძინა: „პოლიტიკურ ძალადობას ჩვენს პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ნებისმიერი, ვინც აქ, გაერთიანებულ სამეფოში, პოლიტიკური მიზნებისთვის დაშინების მეთოდებს გამოიყენებს, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს“.

















