ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს 2 თანამშრომელი მოკლეს

ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს 2 თანამშრომელი მოკლეს. შემთხვევა ებრაულ მუზეუმთან მოხდა.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი სროლის შემდეგ პალესტინის მხარდამჭერ სიტყვებს სკანდირებდა. მათივე ინფორმაციით, თავდასხმასთან დაკავშირებით დაკავებულია 30 წლის ელიას როდრიგესი ჩიკაგოდან.

მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი:

“ანტისემიტიზმზე დაფუძნებული ეს საშინელი მკვლელობები უნდა შეწყდეს! ახლავე! რადიკალიზმისა და ზიზღის ადგილი ამერიკაში არ არის!”, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე 50 000-ლარიან გირაოს გადაიხდის
შემდეგი სტატიასასტუმრო “სეროდანი” თელავში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა