29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ვაშინგტონში F/A-18 Hornet-ის ტიპის ამერიკული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა 

აშშ-ში, ვაშინგტონში, F/A-18 Hornet-ის ტიპის ამერიკული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა.

CBS News-ის ინფორმაციით, პილოტმა კატაპულტირება მოასწრო, თუმცა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა რიმროკის ტბის მახლობლად სასწავლო ფრენის დროს მოხდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად კი ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

გამოცემა წერს, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი, რომელიც F/A-18 Hornet იყო, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა მე-11 საავიაციო ჯგუფის, მე-3 საზღვაო საავიაციო ფრთის საკუთრება იყო.

banner
წინა სტატიაშიახმეტაში, ტბაში შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი დაიხრჩო
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების დღეს ხელმოწერას აანონსებს, თეირანი თარიღს ეჭვქვეშ აყენებს