ვაშინგტონში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე.
აქციის მონაწილეებმა უკმაყოფილება გამოხატეს ტრამპის მიერ გამოცემული აღმასრულებელი ბრძანებების გამო.
„როიტერის“ ინფორმაციით, აქციები დაგეგმილია აშშ-ის ყველა შტატში, ასევე მექსიკასა და კანადაში.
დღესვე დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა ევროპის ქალაქებში.