ვაშინგტონში არალეგალური მოსასმენი აპარატები აღმოაჩინეს

ამერიკის მთავრობამ პირველად აღიარა, რომ ვაშინგტონსა და მის შემოგარენში ჯაშუშური მოსასმენი აპარატები მუშაობენ, რომელიც არასანქცირებულად უსმენენ მობილურ ტელეფონებს, ასევე, იწერენ საუბრებს და გაგზავნილ შეტყობინებებს.
აშშ-ს ეროვნული უშიშროების სამინისტრომ მობილური კავშირების სიგნალების არალეგალური დაჭერის ანომალიური აქტიურობა გამოავლინა – აპარატს stingrays ქვია. ოფიციალურმა ვაშინგტონმა, ჯერჯერობით არ იცის ვინ სარგებლობდა ამ მოსმენებით. მოსასმენი აპარატი Stingrays ხელჩანთის ხელაა. ის აგზავნის სიგნალს, თითქოს მობილური კავშირის გადამცემია და ამით ატყუებს ტელეფონს, რომელიც, თავის მხრივ, ადგილმდებარეობას და სხვა ინფორმაციას აწვდის. აპარატი არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ტელეფონს უთვალთვალებს, არამედ რადიუსზე არსებულ ყველა ტელეფონზე აგროვებს ინფორმაციას.

ეს პირველი ფაქტია, როცა ამერიკის მთავრობამ ვაშინგტონში საიდუმლო მოსასმენი აპარატის არსებობა აღიარა. მასზე მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სენატორმა რონ უაიდენმა უშიშროების სამინისტროს მსგავსი მოწყობილობების არასანქცირებულ მოსმენებზე ინფორმაციის მიწოდება სთხოვა. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მსგავსი აპარატები აღმოჩენილია არა მხოლოდ ვაშინგტონში.

ამერიკაში სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის კავშირის ინფორმაციით, ოფიციალურად მსგავსი აპარატები 25 შტატში 73 ორგანიზაციას აქვს, თუმცა, კავშირი თვლის, რომ არაოფიციალურად მათი რაოდენობა უფრო მეტია.

მსგავსი მოწყობილობის ღირებულება ათობით ათასი დოლარია.
პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ იმას, რომ Stingrays-ს მონაცემებს, შესაძლებელია სხვადასხვა ქვეყნები იყენებენ – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვის წინადადებას გამოძიებას შეუერთდეს, ლონდონმა “გარყვნილება” უწოდა
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ხელისუფლებამ საკუთარ თავში და საკუთარ რიგებში ეძიოს პრობლემა