ვაშინგტონს სირიის საკითხებში მოსკოვთან თანამშრომლობის გაგრძელება რთულად წარმოუდგენია

ვაშინგტონს სირიაში რაიმე სახის სამხედრო თანამშრომლობა მოსკოვთან რთულად წარმოუდგენია – დღეს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეშ ერნესტმა განაცხადა. მოსკოვმა ბევრჯერ არ შეასრულა თავისი ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკანასკნელი შეთანხმების ფარგლებში – განაცხადა ერნესტმა.
გასულ შაბათ-კვირას ალეპოში მდგომარეობა გაუარესდა, ერნესტის თქმით, სირიის მთავრობამ მოქალაქეებზე თავდასხმის კოორდინირებული კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი საკუთარ მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს. აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამთავრობო სამხედრო ძალებმა განახორციელეს ავიადარტყმები ჰუმანიტარულ კოლონაზე, რომელიც ალეპოსთან მოხდა. ალეპოს მცხოვრებლები და გაეროს წარმომადგენლები ბოლო ავიათავდასხმას, უკანასკნელი ხუთწელიწად ნახევრის მანძილზე (მას შემდეგ რაც სირიაში ომი მიმდინარეობს – რედ) ყველაზე მასობრივს უწოდებენ: “ავიადარტყმების ინტენსიურობა და არაადამიანურობა, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს თუ შეიძლება შევადაროთ” – “იუნისეფის” წარმომადგენელმა რუდი ტარნედენმა თქვა.

banner
წინა სტატიაშიამერიკელს “ისლამურ სახელმწიფოში” გაწევრიანების გამო ოცდაათი წელი მიუსაჯეს
შემდეგი სტატიასუს-ის თანამშრომლები “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში იმყოფებიან