ვაშინგტონმა თურქეთს და ქურთებს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა

აშშ შეშფოთებულია თურქებსა და ქურთებს შორის მომხდარი შეტაკებებით. შესაბამისი განცხადება აშშ-ს პრეზიდენტის “ისლამურ სახელმეიფოსთან” ბრძოლის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ბრეტ მაკგერკმა “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე გამოაქვეყნა.
“თავდაცვის სამინისტროებს: გვინდა განვაცხადოთ, რომ შეტაკებები, რომელიც მიმდინარეობს იმ რაიონებში, სადაც “ისლამური სახელმწიფო” არ არის, დაუშვებელია და ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ ამის გამო” – ნათქვამია განცხადებაში.
პენტაგონი, დიპლომატის თქმით, მხარეებს მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგისკენ. მისი განცხადებით, აშშ თურქეთის ოპერაციებს მხარს არ უჭერს სირიაში.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუტ ჩავუშოღლუმ ქურთების სახალხო თავდაცვის ჯარები სირიის ტერიტორიაზე, რომელიც “ისლამური სახელმწიფოსგან” განთავისუფლებულია, “ეთნიკური წმენდის ჩატარებაში” დაადანაშაულა. დღეს, 29 აგვისტოს პრეს-კონფერენციაზე, რომელიც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ანკარაში ჩაატარა, განაცხადა, რომ ქურთები არ უნდა დარჩნენ ქალაქების მანბიჯისა და ჯარაბლუსის ტერიტორიებზე, სადაც სირიის ოპოზიციური არმია თურქი სამხედროების დახმარებით ოპერაციას ატარებს.
მინისტრის თქმით, ქურთები “ევფრატის მეორე მხარეს უნდა გადავიდნენ, რაც შეიძლება მალე”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქი სამხედროები მათ დაბომბვას დაიწყებენ.
ამავე დროს, ქურთების ავტონომიის დროებითმა წარმომადგენელმა სირიაში, იბრაჰიმ იბრაჰიმმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ქალაქებში მანჯიბი და ჯარაბლუსი, ქურთები აღარ არიან და ისინი “ევფრატის აღმოსაველთით იმყოფებიან”.

banner
წინა სტატიაშიდაწყებითი კლასის 3024 მოქმედი და მსურველი პედაგოგიდან გამოცდა 31-მა ჩააბარა – ზაფხულის გამოცდის შედეგები
შემდეგი სტატიაMcDonald’s-მა ამერიკელს 10 დოლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადასცა ჰამბურგერში ნაპოვნი ჭიის გამო